დღეს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა $1/2.5564-ით დაიწყო, 12:30 საათისთვის 1 დოლარი 2.5286-ის ნიშნულზეა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 4.64 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5294 ლარი გახდა.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.5900 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.4800 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 2.5860 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2.4650 ლარად.