კრიპტოვალუტის ჰეჯ-ფონდის Morgan Creek Digital-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ იუსკო თვლის, რომ ბიტკოინის ფასი მომავალში 6-ციფრიან ნიშნულს მიაღწევს.
Wolf of All Streets-თან ახალ ინტერვიუში იუსკომ განაცხადა, რომ თუ ბიტკოინი ოქროს ციფრულ ეკვივალენტად განიხილება, მაშინ მას შეუძლია ძვირფასი ლითონის საბაზრო კაპიტალიზაციას მიაღწიოს, ანუ მიმდინარე დონის 887%-ს და ფლაგმანურ კრიპტოვალუტას 300 000 დოლარამდე გაძვირების პოტენციალი აქვს.
„თუ თქვენ გაქვთ ვარაუდი, რომ ბიტკოინის საბაზრო კაპიტალი დაახლოებით ოქროს საბაზრო კაპიტალს უტოლდება, მაშინ ჩვენ ვიტყვით, რომ ბიტკოინი არის ციფრული ოქრო და ის თამაშობს საბაზისო ფულის როლს…
მოდით, დავამრგვალოთ ოქროს საბაზრო ღირებულება $12 ტრილიონამდე. მაგრამ ფაქტია, რომ ამ ოქროს ნახევარი ფული არ არის. ეს არის სამკაულები და სხვა ნივთები, რომლებიც არ გამოიყენება როგორც ფულადი ბაზა. აქედან გამომდინარე, ეს ნახევარი 6 ტრილიონი დოლარია. ეს 10-ჯერ აღემატება BTC-ის საბაზრო კაპიტალს. მისი ამჟამინდელი ფასი $30,000-ია, 10-ჯერ გაზრდილი ფასი $300,000 იქნება”, - ამბობს Morgan Creek Digital-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ანალიტიკური ტრეკერის CoinMarketCap-ის თანახმად, წერის მომენტისთვის, ძირითადი ციფრული აქტივი 0.47%-ით დაეცა და მისი ფასი $29,802-ის ფარგლებშია.