ბიტკოინის და სხვა მსხვილი კრიპტოვალუტების ფასი ხუთშაბათს დაეცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სენატში კრიპტო ბაზრის სტრუქტურის შესახებ კანონპროექტი დაპაუზდა.

ბიტკოინის ფასი ორთვიანი მაქსიმუმის 97 000 დოლარის შემდეგ, თითქმის 95 000 დოლარამდე დაეცა, ხოლო ვაჭრობის მოცულობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 13%-ით შემცირდა. 

ცნობისთვის, ამერიკელმა სენატორებმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომელიც კრიპტოვალუტების სექტორისთვის ფართო მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნას ითვალისწინებს.

აღნიშნული კანონპროექტის მიზანია მკაფიოდ განსაზღვროს ფინანსური მარეგულირებლების იურისდიქცია ამ სწრაფად მზარდ სფეროში, რაც, ექსპერტების ვარაუდით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ციფრული აქტივების უფრო ფართო გამოყენებასა და დანერგვას. კანონის მიღების შემთხვევაში, აღმოიფხვრება ის სამართლებრივი გაურკვევლობა, რომელიც წლების განმავლობაში აფერხებდა სექტორის განვითარებას და ხელს უშლიდა ინსტიტუციური ინვესტორების შესვლას ბაზარზე.