ბიტკოინის კურსი წლის დასაწყისიდან 80%-ზე მეტით გაიზარდა. 11 აპრილს აქტივის ღირებულებამ პირველად 10 თვის განმავლობაში 30 000 დოლარს გადააჭარბა. ამან გამოიწვია ბიტკოინის მილიონერების რაოდენობის ზრდა - მხოლოდ ამ თვის პირველ ნახევარში 50 000-ზე მეტი ახალი მომხმარებელი გამოჩნდა, რომელიც 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინს ფლობს, იტყობინება გამოცემა Finbold-ი.

14 აპრილს ეს მაჩვენებელი 80 659 იყო, რაც 187%-ით აღემატება 5 იანვრის მონაცემს.

გამოცემა წერს, რომ 74,912 მისამართის ბალანსზე 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინებია, ხოლო კიდევ 5,747 მისამართი შეიცავს 10 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს.