ბიტკოინის კურსი წლის დასაწყისიდან 80%-ზე მეტით გაიზარდა. 11 აპრილს აქტივის ღირებულებამ პირველად 10 თვის განმავლობაში 30 000 დოლარს გადააჭარბა. ამან გამოიწვია ბიტკოინის მილიონერების რაოდენობის ზრდა - მხოლოდ ამ თვის პირველ ნახევარში 50 000-ზე მეტი ახალი მომხმარებელი გამოჩნდა, რომლებიც 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინს ფლობენ, იტყობინება გამოცემა Finbold-ი.

14 აპრილს ეს მაჩვენებელი 80 659 იყო, რაც 187%-ით აღემატება 5 იანვრის მონაცემს.გამოცემა წერს, რომ 74,912 მისამართის ბალანსზე 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინებია, ხოლო კიდევ 5,747 მისამართი შეიცავს 10 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს.

მარტში მომხდარი საბანკო კრიზისისა და Binance კრიპტო ბირჟის გარშემო მარეგულირებელი გაურკვევლობის მიუხედავად, ბიტკოინის ფასი აგრძელებდა ზრდას და 14 აპრილს $31,000-ს მიაღწია.

მაიკ ნოვოგრაცი, საინვესტიციო ფირმის Galaxy Digital-ის აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ ბიტკოინი შეიძლება გაიზარდოს 40 000 დოლარამდე, როდესაც აშშ ფედერალური სარეზერვო განაკვეთის ზრდის ციკლი დასრულდება.

სტატიის წერის მომენტისთვის ციფრული ოქროს კურსი 27,250 დოლარს შეადგენდა.