„ბათუმობა 2025“ წელს ქალაქის ბიუჯეტს ჯამში 223 035 ლარი დაუჯდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები 3 და 4 მაისს ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ გაიმართება.
ბათუმის ბიუჯეტიდან ტენდერის გარეშე 109 ათას 60 ლარს გადაუხდიან მომღერალ-შემსრულებლებს, რომლებსაც „ბათუმობა 2025“-ზე მოიწვევენ. რაც შეეხება ღონისძიების ორგანიზების ხარჯებს, ბათუმის კულტურის ცენტრს ტენდერები ჰქონდა გამოცხადებული და ხელშეკრულებები ჯამში 113 ათას 975 ლარზეა გაფორმებული. აქედან 87 500 ლარზე – შპს „ბეტა პრინტთან“ და 26 475 ლარზე – შპს „ჯითი ჰოლდინგთან“.
ქალაქის მერიის განცხადებით, ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიების, კლასიკური, თანამედროვე მუსიკისა და ქართული ფოლკლორის კონცერტების პარალელურად მოეწყობა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, გასტრონომიული კუთხე. 4 მაისს საპატიო ბათუმელებსაც დააჯილდოებენ, „ბათუმობა 2025“ კი, გალა კონცერტით დასრულდება, რომელიც საღამოს 7 საათზე დაიწყება.
ბათუმის მერიამ ღონისძიებების პროგრამაც გამოაქვეყნა:
- 3 მაისი
12:00 – სასულე ორკესტრი
13:00 – ქალთა აკადემიური კამერული გუნდი
14:00 – ბათუმის ჯაზ ბიგ-ბენდი
15:30 – ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი
16:00 – ეთნოფოლკ როკ ანსამბლი „ჯეო პლანეტი“
18:00 – ქალთა ვოკალური ანსამბლი / ტრიო “გოგლაურა”
19:30 – ქართული ფოლკლორის კონცერტი, ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“ & ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლი
21:00 – კახაბერი და ხანუმები
- 4 მაისი
15:30 – ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი
16:00 – საპატიო ბათუმელების დაჯილდოება – ღონისძიების წამყვანი ბერდია კუტუბიძე
19:00 – გალა კონცერტი – საღამოს წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე; სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, ქალთა კამერული გუნდი, მორის მელაძე, აჩიკო გოგიტიძე, თამთა ხუხუნაიშვილი, მზიკო ფარტენაძე, გიორგი ნაკაშიძე, გვანცა ოსიყმაშვილი, მერაბიკო დოლიძე, ნიკო ბერიძე, სულხან დევაძე, რუსა თავართქილაძე, თათია კობალაძე, თამუნა მიქელაძე, ნონა კორიფაძე, ბაჩო ნაკაშიძე, სულხან ჯაიანი, ბათუმური კვინტეტი, სოფო ხალვაში & ბათუმური კვინტეტი.
წყარო: "ბათუმელები"