2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მომავალ წელს ბათუმის მერია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით 71 მილიონი ლარის ამოღებას გეგმავს.

მიმდინარე წლის გეგმა 68 მილიონი ლარია. 2025 წლის ბათუმის ბიუჯეტის 10 თვის ანგარიშის მიხედვით სათამაშო ბიზნესიდან 56 მილიონ  607 000 ლარი შევიდა.

ბოლო 11 წლის მონაცემების მიხედვით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კუთხით კლება მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა, 2021 წლიდან კი ციფრები ისევ მზარდია და ყოველ წელს რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღწევს.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბიუჯეტში სხვა შემოსავლების ნაწილშია ასახული. ბიუჯეტის შესრულების 10 თვის ანგარიშის მიხედვით  სხვა შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა 104 მილიონ  603 თასი ლარით იყო განსაზღვრული, შესრულებამ 102 მილიონ  129,8 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 97,6 პროცენტია.

სხვა შემოსავლების წილი ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 28,5%-ს შეადგენს.

ამ ნაწილში ერთიანდება საკუთრებიდან მიღებული შემოსავლების სახით მობილიზებული 14 მილიონ 580,8 ათასი ლარი, მათ შორის: 12 მილიონ 239 100 ლარი პროცენტებიდან, რენტის სახით 2 მილიონ 341,7 ათასი ლარი.

საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მიღებულია 67 მილიონ 396,6 ათასი ლარი, აქედან ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით – 66 მილიონ 814,1 ათასი ლარი.

მშენებლობის ნებართვაზე გადახდილი მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში 10 თვეში 5 მილიონ 187,6 ათასი ლარი შევიდა. ადგილობრივი მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის – 3 მილიონ 964, 4 ათასი ლარი, სანქციების, ჯარიმების და საურავების სახით მობილიზებულია 15 მილიონ 185,3 ათასი ლარი.

batumelebi.netgazeti.ge