„ბანკი ქართუს“ ახალი გენერალური დირექტორის პოსტზე გრიგოლ კაცია ზურაბ გელენიძემ შეცვალა.
ამ დრომდე გელენიძე „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და CBS ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო, მანამდე „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ - ფინანსური დირექტორი.
ზურაბ გელენიძე „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" მისვლამდე საბანკო სექტორში მუშაობდა: 2011 – 2013 წლებში „თიბისი ბანკში" დირექტორის მოადგილე იყო; 2010–2011 წლებში HSBC-ში საქართველოს კომერციული ბანკინგის უფროსის მოადგილის პოზიციაზე იყო; 2006 - 2010 წლებში БТА Silk Road ბანკის კომერციული დირექტორი იყო; 2004 - 2006 წლებში - „იბერია რეფრეშმენტსის“ ფინანსური დირექტორი. 1998 - 2004 წლებში კი „საქართველოს ბანკში" მუშაობდა.