ბანკების მოგებიანობის ანალიზი მხოლოდ აბსოლუტური რიცხვებით არასწორი პრაქტიკაა და რეალურ სურათს ვერ ასახავს,- ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა  რადიო "კომერსანტის" ეთერში განაცხადა.

„ ბანკების მოგების აბსოლუტურ რიცხვებში ანალიზი არ არის სწორი, ეს არაფერს გვეუბნება, ყველაზე სწორი მიდგომა ბანკების მოგებიანობისთვის არის ე.წ. უკუგება კაპიტალზე, Return on equity, რომელიც არის მიღებული პარამეტრი და რომლითაც ბანკების მოგებიანობის უყურებენ. უნდა ითქვას, რომ „საქართველოს ბანკსაც“ და „თიბისისაც“ აქვს Return on equity-ის საკმაოდ მაღალი პარამეტრი. ეს იწვევს ხოლმე კრიტიკას და გვესმის პოპულისტური განცხადებები, რომ ბანკები ზედმეტად მომგებიანები არიან საწყალი ხალხის ხარჯზე,“ – აღნიშნა ბედინეიშვილმა.

მისი თქმით, ყველაზე სწორი მიდგომა არის ე.წ. უკუგება კაპიტალზე (Return on equity), რომელიც საერთაშორისო სტანდარტად ითვლება და სწორედ ამ პარამეტრით აფასებენ ბანკების მოგებიანობის.

„უნდა ითქვას, რომ ‘საქართველოს ბანკსაც’ და ‘თიბისისაც’ აქვს Return on equity-ის საკმაოდ მაღალი პარამეტრი. ეს იწვევს ხოლმე კრიტიკას და გვესმის პოპულისტური განცხადებები, რომ ბანკები ზედმეტად მომგებიანები არიან საწყალი ხალხის ხარჯზე,“ – აღნიშნა ფინანსისტმა.

მისივე განმარტებით, მხოლოდ უკუგება საკუთარ კაპიტალზეც არ იძლევა სრულ სურათს და აუცილებელია კაპიტალის რისკიანობისა და ღირებულების გათვალისწინება.

„საქართველოში საკუთარ კაპიტალზე მაღალი უკუგება გვაქვს, მაგრამ ასევე გვაქვს ძალიან მაღალი რისკიანობა ან ღირებულება საკუთარი კაპიტალის. ამდენად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბანკები მაღალ პროცენტში გასცემენ სესხს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რესურსი საქართველოში ძალიან ძვირია,“ – აღნიშნა ბედინეიშვილმა.

ფინანსისტის თქმით, რესურსის მაღალი ღირებულება პირდაპირ კავშირშია ეროვნული ბანკის პოლიტიკასთან. „შევხედოთ, მაგალითად, ცენტრალური ბანკის რეფინანსირების განაკვეთი რამდენია, მაგას რატომ არ ვუყურებთ? 8-9 პროცენტია რეფინანსირების განაკვეთი, რაც თავისთავად მაღლა სწევს თითქმის ყველა საპროცენტო განაკვეთს ეკონომიკაში,“ – ამბობს ბედინეიშვილი.

ბედინეიშვილის განმარტებით, კარგი ბანკი უნდა ახერხებდეს იმას, რომ მისი უკუგება საკუთარ კაპიტალზე აღემატებოდეს ამ რესურსის ღირებულებას. „რესურსის ღირებულება – ეს არის ის ღირებულება, რა ღირებულებაშიც ბანკები იღებენ აქციონერებისგან და დეპოზიტორებისგან თანხებს. აქციონერები უფრო იაფად თანხებს ბანკებს არ აძლევენ, რისი მიზეზიც ის არის, რომ საქართველო ითვლება მაღალ რისკიან ქვეყნად მაღალი ინფლაციით, მაღალი საპროცენტო განაკვეთებით, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული მაღალი განაკვეთებით,“ – აღნიშნა ფინანსისტმა.