აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7010 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7010 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7015 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1496 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1354 ლარს შეადგენდა.