ავსტრალიაში რაგბის 2027 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები.

„ბორჯღალოსნები“ B ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, იტალიისა და რუმინეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ.

წილისყრის შედეგად ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

A ჯგუფი: ახალი ზელანდია, ავსტრალია, ჩილე, ჰონგ კონგი

B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, იტალია, საქართველო, რუმინეთი

C ჯგუფი: არგენტინა, ფიჯი, ესპანეთი, კანადა

D ჯგუფი: ირლანდია, შოტლანდია, ურუგვაი, პორტუგალია

E ჯგუფი: საფრანგეთი, აშშ, იაპონია, სამოა

F ჯგუფი: ინგლისი, უელსი, ტონგა, ზიმბაბვე

მომდევნო ეტაპის საგზურს ჯგუფის პირველ-მეორე ადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებს.

მსოფლიო თასის გათამაშება 2027 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყება.

1tv.ge