პანევროპული საპილოტე პროექტი NEXTLOGIC, რომელიც მდგრადი ურბანული მობილობის გადაწყვეტილებებს გამოცდის, მომავალ წელს დაიწყება – მისი მიზანია დაეხმაროს აგლომერაციებს ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირებაში – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ევროპული ქალაქები, რომლებიც მდგრადობისკენ ისწრაფვიან, მუდმივად საპირისპირო გამოწვევების წინაშე დგანან – ხელმისაწვდომობის გამარტივება როგორც ადამიანებისთვის ისე ტვირთებისთვის. შედეგად, სატვირთო გადაზიდვები ხშირად ამოვარდება ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტების სიიდან, რომლებიც უფრო ხშირად ორიენტირებულნი არიან მგზავრთა მობილობის საკითხების მოგვარებაზე. NEXTLOGIC პროექტი აერთიანებს ურბანული დაგეგმარების ორივე სფეროს.

მონაწილეობის მისაღებად რვა ქალაქი შეირჩა: დუბლინი, ჰააგა, ორჰუსი, ვროცლავი, ჰაიდელბერგი, ფრანკფურტი , ბერგამო და დიფერდანჟი.