2026 წლის იანვარ-აგვისტოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებიდან სახელმწიფოს შემოსავალმა 178 მილიონი ლარი შეადგინა,- შესაბამისი მონაცემები ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშშია ასახული.
ჯარიმებიდან მიღებული თანხის მოცულობა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20.8 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც 13.2%-იან მატებას წარმოადგენს.
ანგარიშის მიხედვით, ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლიდან 71.2 მილიონი ლარი ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში მიიმართა, ხოლო 106.7 მილიონი ლარი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში ჩაირიცხა.
იანვარ-აგვისტოს მაჩვენებლით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულ ნიშნულზეა.