Galt&Taggart-მა 2023 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 2.4%-მდე შეამცირა, წინა 3.1%-დან.

2023 წლის ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 0.3%-მდე შენელდა, წინა თვის 0.6%-იანი დონიდან. აღნიშნული შემცირება ძირითადად იმპორტირებული (- 7.4% /) და შერეული საქონლის (-4.5% /) ინფლაციის კლებამ განაპირობა. ამასთან, ადგილობრივი ინფლაციის ზრდის ტემპი განაგრძობს შენელებას (+7.2% /წ ივლისში, ხოლო +8.5% /წ ივნისში).

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, მშნიშვნელოვნად, 3.1%-მდე შენელდა (-0.9პპ თ/) ივლისში. 2023 წლის ივლისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: ტრანსპორტი (-12.1% /, -1.53პპ), ჯანდაცვა (-6.9% /, -0.67პპ), საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (+4.9%, 0.51პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+6.3%, 0.43პპ) და სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+1.2%, 0.39პპ). ამასთან, 2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ფასების უმნიშვნელო ცვლილებას ჰქონდა ადგილი.

„დისინფლაციის მიმდინარე ტრენდიდან გამომდინარე, 2023 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 2.4%-მდე შევამცირეთ, წინა 3.1%-დან“, - ნათქვამია ყოველკვირეულ მიმოხილვაში.