სსიპ საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ  13 702 ცალი ლეპტოპის შესაძენად 8 ივნისს ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 5 ივლისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება.  შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 21 169 590 ლარია.

ლეპტოპი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

  • ბირთვების რაოდენობა: არანაკლებ 4 (ოთხი)
  • ლიტოგრაფია არაუმეტეს 10 nm
  • ნაკადების რაოდენობა არანაკლებ 8 (რვა)
  • „ქეში“ ან "L3 ქეში" არანაკლებ 8MB
  • მაქსიმალური ტაქტური სიხშირე არანაკლებ 4.2GHz
  • პროცესორის მაქსიმალური გრაფიკული სიხშირე არანაკლებ 1.2 GHz
  • ოპერატიული მეხსიერება მოცულობა: არანაკლებ 8 GB, ტიპი: არანაკლებ DDR4 2666 MHz.
  • მყარი დისკი M.2 PCIe NVMe ტიპის, არანაკლებ 256GB.
  • ოპტიკური დისკების წამკითხავი მოწყობილობა არასავალდებულო
  • რადიო ქსელი Bluetooth, არანაკლებ 802.11 AC
  • ეკრანი 15.6”, anti-glare, არანაკლებ 220 nits, არანაკლებ 1920x1080 გარჩევადობა.
  • გრაფიკული ადაპტერი ინტეგრირებული
  • ხმის ადაპტერი ხმამაღლამოლაპარაკე, Stereo headphone/line out, microphone/line in (შესაძლოა კომბინირებული ბუდე)
  • ინტერფეისები HDMI სავალდებულოა, არანაკლებ 2x USB 2.0 ან მეტი, დამატებით არანაკლებ USB 3.0 ან USB-C (USB Type-C), 1x RJ-45
  • კომპლექტაცია შემოთავაზებული ბრენდის მიერ წარმოებული შესაბამისი დამტენი
  • ვებ კამერა სავალდებულოა
  • კლავიატურა მინიმუმ 98 კლავიშიანი
  • უსაფრთხოება TPM 2.0 ან უკეთესი
  • ოპერაციული სისტემა Preinstalled Windows 10 Professional 64 OEM ან windows 11 Professional 64 OEM

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით დადასტურებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული სავაჭრო ნიშნის (ბრენდის) კომპიუტერული ტექნიკის საერთაშორისო ბაზარზე არსებობის მინიმუმ 15 წლიან ისტორიას. პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი) 2020 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს კომპიუტერული ან ციფრული ტექნიკის მიწოდების გამოცდილება, არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ოდენობით

მიმწოდებელი ვალდებულია გაავრცელოს ლეპტოპებზე არანაკლებ ერთ წლიანი საგარანტიო მომსახურება.საგარანტიო მომსახურების გასაწევად, შესაბამისი ვადის პერიოდით (არანაკლებ ერთი წელი) მიმწოდებელს ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. გორსა და ქ. თელავში უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მიერ ავტორიზებული სერვისცენტრი.