ზაფხულის სეზონზე, საქართველოში ყველაზე მეტი ფრენა ევროპის მიმართულებით შესრულდება - 2383 რეისი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილი წერს.

„საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, 2024 წლის ივლის-ოქტომბერში 11,596 რეისის შესრულებაა დაგეგმილა.საიდანაც, ყველაზე დიდი წილი - 21%,  ევროპულ მიმართულებებს აქვს.

შესაბამისად, ზაფხულის სეზონზე, საქართველოში ყველაზე მეტი ფრენა ევროპის მიმართულებით შესრულდება - 2383 რეისი.

საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმზეა  ევროპის მიმართულებით პირდაპირი ფრენების სიხშირეები (2383), მიმართულებები (36) და ავიაკომპანიების (12) რაოდენობა“, - წერს ,მარიამ ქვრივიშვილი.