2023 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 64 295 710 აშშ დოლარის რძისა და რძის პროდუქტების იმპორტი განხორციელდა. რაოდენობრივად ყველაზე მეტი ქვეყანაში რძე და ნაღები შეუსქელებელი და შაქრის დამატების გარეშე ჯგუფის პროდუქტები შემოვიდა 6935 ტონა ($7 490 960 ღირებულების). 6310 ტონა ($17 018 440) შეადგინა იმპორტირებულმა შესქელებულმა რძემ და ნაღებმა. 3 214 ($5 494 230)ტონა შემოვიდა დო, იოგურტი და კეფირი. ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები იყო 3169 ტონა ($19 950 650). ხოლო ყველი და ხაჭო 2 576 ტონა ($14 341 430).
ქვეყნების ხუთეული საიდანაც რძის ყველაზე მეტი იმპორტი განხორციელდა ასე გამოიყურება - აზერბაიჯანი $2 295 580, საფრანგეთი $1 367 340, პოლონეთი $1 004 200, თურქეთი $846 930, რუსეთი $843 810.
რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით - ამ ჯგუფის პროდუქტები ყველაზე მეტი შემოვიდა ირანიდან $3 895 520, ბელარუსიდან $3 882 650, ნიდერლანდებიდან $3 409 370, უკრაინიდან $2 222 210 და რუსეთიდან $719 900.
თანხის მიხედვით ყველაზე მეტი დო იოგურტი და კეფირი შემოვიდა რუსეთიდან $3 519 830 დანარჩენი ქვეყნების მაჩვენებელი მილიონამდეც არაა.
ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები, რძის პასტები - ყველაზე მეტი შემოვიდა საფრანგეთიდან $7 072 770, ირანიდან $1 972 560, ურუგვაიდან $1 911 740, ფინეთი $1 696 810, პარაგვაი $1 644 830.
რაც შეეხება ყველსა და ხაჭოს, ყველაზე მეტი ღირებულების ეს პროდუქტები გერმანიიდან შემოვიდა $2 745 440, მას მოსდევს თურქეთი $2 471 420, პოლონეთი $1 582 710 რუსეთი $1 472 860 და საფრანგეთი $1 367 080.