რომელია საქართველოში 10 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე რძის პროდუქტების მწარმოებელი საწარმო. საქსტატის მიერ „კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, 2023 წლის I კვარტალის  ბრუნვის თანახმად, ტოპ 10 საწარმო ასე გამოიყურება (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

  • ი.მ კახაბერ მექოშვილი
    დარეგისტრირდა 1997 წელს. აწარმოებს „შატილის კარაქს“

  • შპს ჩვენი ფერმერი
    დაფუძნდა 2008 წელს. დირექტორი გიორგი ჭიჭიკოშვილი. 100% წილის მფლობელი სს ნიკორა.

  • შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო
    დაფუძნდა 2008 წელს. დირექტორი კონსტანტინე მერკვილაძე. 100% წილის მფლობელი სააქციო საზოგადოება ვიმ-ბილდან, 1027739768924 /რუსეთის ფედერაცია/. სავაჭრო მარკა „სოფლის ნობათი“.

  • შპს სანტე ჯი ემ თი პროდუქტები
    დაფუძნდა 1998  წელს. დირექტორი ერეკლე გამყრელიძე. 100% წილის მფლობელი ბი.ეს.ეი. ინთერნეიშენალ, BE 0 443 205 173 /ბელგია/.

  • შპს ალპენ მილკ
    დაფუძნდა 2007  წელს. დირექტორი გარრი გრიგორიანი. წილის მფლობელები ლენა გრიგორიანი 50%, გარრი გრიგორიან50%.

  • შპს აგროკონსორციუმი წეროვანი
    დაფუძნდა 1996 წელს. დირექტორი ლევან ბერიაშვილი, წილის მფლობელები ილია პატიაშვილი 10%, ჯუმბერ პატიაშვილი (საქართველოს სსრ-ის ცკ-ს კომპარტიის მე-12 პირველი მდივანი 1985-1989 წლებში) 25%, იონა ცქიფურიშვილი 10%, ლევან ბერაია 5%, ლევან ბერიაშვილი 13%, ავთანდილ ჩინჩალაძე 37%.

  • შპს ქართული რძის პროდუქტები
    დაფუძნდა 2004 წელს. დირექტორი გიორგი ლიპარტელიანი, წილის მფლობელები შოთა გოგიტიძე, 25%, გიორგი ლიპარტელიანი 75%. სავაჭრო მარკა „რძისამე“

  • შპს თბილისის რძის ქარხანა
    დაფუძნდა 2019  წელს. დირექტორი მიხეილი რევაზიშვილი. წილის მფლობელები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება რაინიკ, 11361876 /ესტონეთი/ 55%, ალეჰ ლეანეთს /ბელარუსი/ 10%, ალექსეი სავჩუკი /ბელარუსი/ 10%, ელიზავეტა სპეტტელ /თურქეთი/ 5%, გიორგი ელიავა 15%, თამარ შარიქაძე 5%.

  • შპს რესპუბლიკა
    დაფუძნდა 2017 წელს. დირექტორი დავითი ფინთურია,  წილის მფლობელები კონსტანტინე რუსაძე 70%, ალეჰ ლეანეთს /ბელარუსი/ 30%.

  • შპს შირაქი
    დაფუძნდა 2012 წელს. დირექტორი გივი ქავთარაძე, 100% წილის მფლობელი ნიკოლოზ ბენიაიძე.


ათეულის ძირითადი შემადგენლობა ბოლო 2.5 წლის განმავლობაში თითქმის უცვლელია. 2021 წელს ათეულში იყო შპს ათინათი, რომელიც შემდგომ წლებში შპს თბილისის რძის ქარხანამ ჩაანაცვლა.

  • შპს ათინათი დაფუძნდა 1999 წელს. მისი დირექტორია ანდრია ღვინეფაძე. წილის მფლობელები ანდრია ღვინეფაძე 33.33%,  დავითი საღრიშვილი 33.34%, ზურაბი ფხაკაძე, 33.33%.