ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ნავთობის ექსპორტის გაზრდას აზერბაიჯანთან თანამშრომლობით გეგმავს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ბაქოში, აზიაში ურთიერთობისა და ნდობის აღდგენის ზომების კონფერენციის (CICA) სამიტზე განაცხადა.

„ყაზტრანსოილის“ მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში აქტაუს პორტიდან BTC-ის მილსადენში 1.164 მილიონი ტონა ნავთობი გადაიტვირთა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია.

ამასთან, ყაზახური ნავთობის ექსპორტი ბათუმის ნავთობტერმინალის გავლითაც ხორციელდება. 2026 წლის პირველ ცხრა თვეში საზღვაო გზით 1.417 მილიონი ტონა ნავთობი, ნავთობპროდუქტები და გაზი გადაიზიდა — წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის ტოლი მოცულობა.

პარალელურად, ყაზახეთი კასპიის ზღვის ფსკერზე ნავთობსადენის მშენებლობის შესაძლებლობასაც განიხილავს.