საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ნაკადულის კალმახის გამრავლების მიზნით, სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, პირველი ქვირითი უკვე მიღებულია და სპეციალურ საინკუბაციო მოწყობილობაშია განთავსებული.

ინკუბაციის პერიოდი 60-დან 90 დღემდე გრძელდება. განაყოფიერებული კალმახის ქვირითი განვითარების „თვალის სტადიაზე“ საქართველოს ყველა რეგიონში განაწილდება და მთის მდინარეების შესაბამის შენაკადებში განთავსდება, სადაც ბუნებრივ გარემოში ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავს ნაკადულის კალმახის ბუნებრივი პოპულაციის აღდგენას, სახეობის კონსერვაციასა და ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.

ინფორმაციას ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ავრცელებს