2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 362.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.9 პროცენტით მეტია. აქედან იმპორტი 5 859.7 მლნ. აშშ დოლარია (გაიზარდა 19.1 პროცენტით).

„საქსტატის“ ინფორმაციით, იმპორტში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს, რომლის რეექსპორტმაც 795 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორეზეა სპილენძის მადნები, მესამეზე კი ღვინო.

2023 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოს 10 უმსხვილესი საიმპორტო საქონელი:

1. მსუბუქი ავტომობილები - 1.015 მლრდ დოლარი, ზრდა 85.4%

2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 399 მლნ დოლარი, კლება 13.4%

3. ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 264 მლნ დოლარი, ზრდა 19.6%

4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 216 მლნ დოლარი, ზრდა 38.6%

5. მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 176 მლნ დოლარი, კლება 49%

6. სატელეფონო აპარატები - 149 მლნ დოლარი, ზრდა 45.8%

7. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 71 მლნ დოლარი, კლება 7.5%

8. სატვირთო ავტომობილები - 57 მლნ დოლარი, ზრდა 60.5%

9. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან -  54 მლნ დოლარი, ზრდა 78.3%

10. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 53.9 მლნ დოლარი, ზრდა 16.9%.

2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 021.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (778.6 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (589.7 მლნ. აშშ დოლარი).