საქართველოში პროდუქტზე ორწელიწადნახევრიანი ზრდის შემდეგ საცალო ფასები სტაბილურია - ამის შესახებ ინფორმაციას East-fruit ავრცელებს. მათივე ცნობით ზოგიერთ ხილსა და ბოსტნეულზე ივლისში საცალო ფასი შარშანდელს ბევრად აღემატებოდა. East-fruit - ის ანალიტიკოსების ვარაუდით ეს შესაძლოა ბაზრის მოკლევადიან რყევებით იყო გამოწვეული.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სურსათის საშუალო საცალო ფასი 2023 წლის ივლისში პრაქტიკულად იგივე დარჩა, რაც 2023 წლის ივნისში იყო, ხოლო ფასების ზოგადი დონე, რომელიც მოიცავს ყველა სამომხმარებლო საქონელს და არა მხოლოდ საკვებს, დასტაბილურდა.
ერთი შეხედვით კონკრეტულ ხილსა და ბოსტნეულში იყო გარკვეული აღმავალი რყევები, თუმცა ისინი ძალიან მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი არ უნდა იყოს.
2023 წლის ივლისში საცალო ფასების წლიური ზრდის სამეულში მოდის კომბოსტო +66% - ით, მსხალი +44%- ით და წიწაკა +39%-ით. ივლისი აღნიშნული პროდუქტების ადრეული მოსავლის პერიოდია და ის ბუნებრივად არასტაბილურია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში მთლიან დაბალ ინფლაციას განაპირობებს შემდეგი მოვლენები:
საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის ფასები იკლებს.
ნავთობის ფასები ასევე დაბალი იყო 2023 წლის ივლისში წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საერთაშორისო გადაზიდვების ფასები დაეცა პანდემიამდელ დონემდე.
ქართული ვალუტის გამყარება.
ყველა ეს ფაქტორი პირდაპირ არის დაკავშირებული იმპორტთან და უარყოფით ზეწოლას ახდენს საქართველოში ფასების დონეზე, მათ შორის ხილზე, თხილსა და ბოსტნეულზე.
თუ ეს საერთაშორისო ფაქტორები მომავალში არ გაუარესდება, ისინი აუცილებლად შეუწყობს ხელს საქართველოში სურსათის სტაბილურობას ან თუნდაც საცალო ფასების შემცირებას.