ევროპაში ყველაზე მაღალი საათობრივი ანაზღაურება - საათში 47 ევრო, ლუქსემბურგშია. ლუქსემბურგს ასევე აქვს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მშპ ერთ სულ მოსახლეზე. სამეულშია სკანდინავიის ქვეყნები - დანია და ნორვეგია. ყველაზე დაბალი ხელფასი კონტინენტზე კი ბულგარეთშია.
ევროპის მასშტაბით საათში არსებულ საშუალო ხელფასის რუკას Visual Capitalist-ი Eurostat-̉ის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს. რუკაზე რაც უფრო ლურჯია ქვეყანა, მით უფრო დაბალია საათობრივი ანაზღაურება და პირიქით, რაც უფრო ღია ელფერისაა, მით უფრო მაღალია საათობრივი ხელფასი.
Visual Capitalist-ის რუკაზე საქართველო არ მოხვდა, თუმცა საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 044.5 ლარი იყო, რაც საათში 12.7 ლარი (4.4 ევრო) გამოდის. ეს კი ლუქსემბურგის საშუალო საათობრივ ანაზღაურებასთან შედარებით 10-ჯერ, ბულგარეთთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ცოტაა, ხოლო ბალტიის ქვეყნებთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებია.
Visual Capitalist-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპას უფრო მაღალი საშუალო ხელფასი აქვს, ვიდრე სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპას, რაც ასახავს განსხვავებებს ეკონომიკაში, სიმდიდრესა და ცხოვრების ღირებულებაში.
ქვეყანა / საშუალო ხელფასი (€/საათი)
ლუქსემბურგი - 47,2 ევრო/საათში;
დანია - 42.0 ევრო/საათში;
ნორვეგია - 41,7 ევრო/საათში;
ისლანდია - 39,5 ევრო/საათში;
ბელგია 36,3 - ევრო/საათში;
ირლანდია - 33,3 ევრო/საათში;
ნიდერლანდები - 33.0 ევრო/საათში;
გერმანია - 31,6 ევრო/საათში;
ფინეთი - 30,5 ევრო/საათში;
ავსტრია - 30.0 ევრო/საათში;
საფრანგეთი - 28,7 ევრო/საათში;
შვედეთი - 26,3 ევრო/საათში;
იტალია - 21,5 ევრო/საათში;
ესპანეთი 18,2 ევრო/საათში;
კვიპროსი 16,3 ევრო/საათში;
ლიეტუვა - 14.0 ევრო/საათში;
მალტა - 14,0 ევრო/საათში;
პორტუგალია - 13,7 ევრო/საათში;
ჩეხეთი - 13,6 ევრო/საათში;
ესტონეთი - 13,6 ევრო/საათში;
ხორვატია - 12,7 ევრო/საათში;
საბერძნეთი - 12,6 ევრო/საათში;
სლოვაკეთი - 12,5 ევრო/საათში;
პოლონეთი - 11,9 ევრო/საათში;
უნგრეთი - 11.0 ევრო/საათში;
ლატვია - 10,7 ევრო/საათში;
რუმინეთი - 10,4 ევრო/საათში;
ბულგარეთი - 8,1 ევრო/საათში.
Visual Capitalist-ი წერს, რომ ხელფასის შესახებ ინფორმაციის არქონის გამო სიაში არ მოხვდა ბრიტანეთის, შვეიცარიის, ანდორას, სან-მარინოს, მონაკოს, ვატიკანის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და ლიხტენშტაინის მონაცემები.