2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ექვსი თვის განმავლობაში Turkish Airlines- თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით  2 974,920 ტონა ტვირთი გადაზიდა.

საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა  ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Georgian Airlines-, იანვარ-ივნისში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 2 023,081 ტონა ტვირთს მოემსახურა.

ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, თურქული ავიაკომპანია MNG Airlines-, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იანვარ-ივნისში განმავლობაში 743,790 ტონა ტვირთი გაატარა.

6 თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 364,139 ტონა ტვირთი გადაზიდა.

რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Easy Charter-ი, რომელიც 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე  332,515 ტონა ტვირთს მოემსახურა.

მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:

Turkish Cargo;

Georgian Airlines;

MNG Airlines;

Cargolux Airlines;

Easy Charter

2024 წლის იანვარ-ივნისში გადაზიდული ტვირთის რაოდენობა შეადგენს 11022.855 ტონას.

წყარო: ავიანიუსი