საქართველოში ატმისა და ვაშლატამას კრეფა აქტიურად მიმდინარეობს. ატმისა და ვაშლატამას 75% აღმოსავლეთ საქართველოში მოდის. კახეთის რეგიონის ფერმერები EastFruit-თან მაღალმოსავლიანობასა და ხარისხიან პროდუქციაზე ამახვილებენ ყურადღებას, რადგან მათი თქმით, წელს ხილი ამ რეგიონისთვის დამახასიათებელ სეტყვას არ დაუზიანებია. თუმცა ზოგიერთი ფერმერი ამბობს, რომ ივნისში უხვი ნალექის გამო ზოგიერთმა ჯიშისგან მცირე მოსავალი მიიღეს.

ამის მიუხედავად, ატმის ფასები იგივეა, რაც 2021 წელს, როდესაც წარმოება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

ფერმერისგან ვაშლატამას ფასი 1,30-1,60 ლარია (0,50-0,65$), ატმის კი 1,60-1,90 (0,65-0,75$) კგ. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ ექსპორტიორს დასჭირდება დაახლოებით 0,60 ლარის (0,25 აშშ დოლარი) დამატება ყოველ კგ პროდუქტზე დახარისხების, შეფუთვისა და დატვირთვისთვის.

ატამი იყიდება როგორც დედაქალაქ თბილისში, ასევე კურორტ ბათუმში ადგილობრივ ბაზარზე და აქტიურად გადის რუსეთის ფედერაციაში - კრასნოდარში, სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვში, ასევე უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.