სს „საქართველოს რკინიგზა“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (65686კვ.მ) და მასზე განთავსებულ შენობას (223 კვ.მ) აუქციონზე 597 000 ლარად ყიდის.

ელექტრონული აუქციონი 28 ივლისსაა ჩანიშნული.

არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერსაში მდებარეობს.

„საქართველოს რკინიგზას“ გაცემული აქვს თანხმობა უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი საინჟინრო კომუნიკაციით, კერძოდ 0,4 კვ ძაბვის ელ. კაბელით მიწისქვეშა გადაკვეთაზე და ხაზოვან ნაგებობად რეგისტრაციაზე.

მყიდველი ვალდებულია, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მისცეს უფლება განახორციელოს უძრავი ქონების მისი კუთვნილი საინჟინრო კომუნიკაციით, კერძოდ 0,4 კვ ძაბვის ელ. კაბელით მიწისქვეშა გადაკვეთა და გასცეს თანხმობა აღნიშნული საინჟინრო კომუნიკაციის, როგორც ხაზოვანი ნაგებობის სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებად რეგისტრაციაზე“, - ნათქვამია ნასყიდობის ხელშეკრულებაში.