საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება. სტატისტიკური ციფრები, რომელიც სწორედ ამ ყველაფერს ასახავს, მართლაც კარგად გამოიყურება, მაგრამ საინტეროა, რამდენად გრძნობს ქვეყნის მოსახლეობა მშპ-ს ზრდას ან როდის იგრძნობენ ციფრებში გამოხატულ წინსვლას უშუალოდ მოქალაქეები?

კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა ფეხზე მყარად დადგა. მას შემდეგ ყოველთვიურად ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება და მათ შორის ორნიშნა შედეგზეც გასულა ქვეყნის მშპ.

საქართველომ ბოლო წლები პოზიტიური შედეგით ჩახურა და რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის იმიჯის შენარჩუნება მოახერხა. სხვადასხვა საერთაშორისო ორგნიზაციის პროგნოზით, სამომავლოდაც ფართო რეგიონის მასშტაბით საქართველოს ყველაზე სწრაფი წინსვლა ექნება.

პოზიტიურია მიმდინარე წელიც. სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკა ივნისში 6.3%-ით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3%-ით განისაზღვრა.

სტატისტიკური მონაცემები მართლაც კარგად გამოიყურება, მაგრამ საინტერესოა, როგორია ამ ყველაფრის მოსახლეობაზე ასახვა და მოქალაქეების ფართო ფენა რამდენად გრძნობს ეკონომიკურ წინსვლას.

ეკონომისტი ირაკლი მაკალათია მიიჩნევს, რომ ეკონომიკურ ზრდას მოქალაქეები ვერ გრძნობენ, იმიტომ კი არა, რომ პროცენტული მაჩვენებლები მცირეა, არამედ იმის გამო, რომ თვითონ ქვეყნის ეკონომიკაა მცირე.

„მოსახლეობა თავის თავზე ეკონომიკურ ზრდა ვერ გრძნობს. საქართველოს აქვს მცირე ეკონომიკა და მცირე ეკონომიკური მოვლენა ქმნის ეკონომიკურ ზრდას. განვითარებადი ქვეყნების დამახასაითებელი ტენდენცია ასეთია, მცირე ზომის ეკონომიკა ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, რომ პროცენტულად უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა არსებობდეს. ეს მოსახლოების ცხოვრების დონეზე იმიტომ არ აისახება, რომ პროცენტი კი არა, არამედ თვითონ ეკონომიკა არის მცირე.

როგორც წესი, ეკონომისტები ამბობენ ხოლმე, რომ ეკონომიკური ზრდა აისახება მოსახლოების ცხოვრების დონეზე. არადა, პირიქითაა, მოსახლეობის ცხოვრების დონე განსაზღვრავს ეკონომიკურ ზრდას. ის, რომ მოსახლეობის შემოსავლები იზრდება და ბიზნესი ვითარდება, ეს, ერთის მხრივ, ცხოვრების დონეს აუმჯობესებს, და მეორე კუთხით, აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის აუცილებელი, იმისათვის, რომ რეალურად ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდოს, რაც ავტომატურად აისახება მოსახლოების ცხოვრების დონეზე. ჯერ მოსახლოების შემოსავლები, ეკონომიკა და ბიზნესი უნდა იზრდებოდეს და შემდეგ ეს უნდა აისახოს რიცხვებში. რადგან მოსახლეობის ცხოვრების დონეზე არ არის გავლენა და მოქალაქეები სტატისტიკას ვერ გრძნობენ, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ არ გვაქვს შესაბამისი ეკონომიკური ზრდა და ქვეყანა ვერ ქმნის იმ ეკონომიკურ დოვლათს, რაც მერე უზრუნველყოფთს მოსახლეობის ცხოვრების დონის გავითარებას", - განაცხადა ირაკლი მალათიამ.

ეკონომისტები იმასაც ამბობენ, რომ სტატისტიკური მონაცემები ყველაზე თანაბრად არ ნაწილდება და პირდაპირ მიუთითებენ, რომ მოსახლეობის ფართო ფენა განვითარების შედეგებს ვერ გრძნობს.

როგორც სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ განაცხადა, საქართველოს სჭირდება უფრო მეტი სამუშაო ადგილი, რადგან შესაძლებელი იყოს იმ კოლორაციის გაზრდა, რაც ეკონომიკის ზრდას და მოსახლეობის კეთილდღეობას შორის ბმას აფიქსირებს.

„საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ივნისი თვეში ეკონომიკური ზრდა იყო 6.3%, რაც წინა თვეებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია, თუმცა გლობალური მასშტაბით მსოფლიო ეკონომიკის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 1.7-ჯერ უსწრებს. ანუ, ჩვენ გაცილებით მაღალი ტემპი გვაქვს, ვიდრე მეზობელ ქვეყანსა და საერთოდ, გლობალური მასშტაბით. სამწუხაროდ, ყველა დარგში არ მოხდა ზრდა, თუმცა იმ მიმართულებებზე, რომლებმაც უზრუნველყვეს ეკონომიკური ზრდის ფორმირება, მათ წილად მოდის ეკონომიკის დაახლოებით 89%. ფაქტობრივად, სწორედ ამის ხარჯზე მოხდა ზრდა. თანაც აღსაღნიშნავია, რომ ჩვენ ზრდა გვაქვს ფაქტობრივად იმ ინდიკატორების მიხედვითაც, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაში ძალიან დიდ როლს ასრულებენ. მაგალითად, იგივე ტურისტული სექტორი და თუ ავიღებთ გრძელვადიან პერსპექტივაში და შევადარებთ კორონავირუსის პანდემიამდელ პერიოდს, ვნახავთ, რომ აქაც თითქმის 2.6-ჯერ უფრო მაღალი ზრდა გვაქვს გლობალურ შედეგთან შედარებით. იმავეს თქმა შეიძლება მთელი ეკონომიკის მიხედვით, სადაც ზრდა 2019 წელთან შედარებით თითქმის 45%-ის დონეზეა. ფულადი ტრანზანქციებიც იზრდება. პოზიცია უმჯობესდება ექპორტის ხაზით, რომლის წილად მოვიდა, მაგალითად ივნისში, მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის მატების 83%-ზე მეტი. ასეთი მდგომარეობა არ გვქონია არასდროს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ექსპოერტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და სავაჭრო ბრუნვაში თავისი წვლილი შეიტანა, სამეზობლოში ბრუნვისა და ექსპორტის მაჩვენებლები შემცირებულია. მთლიანად გვაქვს აბსოლუტური ზრდა, მაგრამ სამეზობლოში კლებას აქვს ადგილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა საგარეო სავაჭრო ექსპანსიამ უფრო დივერსიფიცირებული ხასიათი მიიღო და სხვა ქვეყნებზე ორიენტაცია წარმატებით და დინამიურად მიმდინარეობს.

რაც შეეხება მოსახლებას, მოქალაქეების მდგომარეობა ვიზუალურად, რა თქმა უნდა, უმჯობესდება და ამას ადასტურებს ბევრი ინდიკატორი, დაწყებული ფასების საერთოდ დონით, დამთავრებული ქუჩაში ავტომობილების რაოდენობით, მაგრამ თუ უფრო დავკონკრეტდებით, შედარებით უფრო პროზაული მდგომარეობაა, რადგან ყოველ 100 შინამეურნეობაზე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა ჯერჯერობით მაინც ნაკლებია, დაახლოებით 85-ის ფარგლებშია. ჩვენ გვინდა კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი, რომ შევძლოთ იმ კოლორაციის გაზრდა, რაც ეკონომიკის ზრდას და მოსახლეობის კეთილდღეობას შორის მიბმას აფიქსირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლოებას, რომელსაც არ აქვს სტაბილური შემოსავალი, მათი კეთილდღეობა დიდწილად დამოკიდებული იქნება იმ სოციალურ-ეკონომიკურ მასშტაბებსა და შესაძლებლობებზე, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი ჰქვია, თუმცა ეს შედარებით მოკრძალებულია. დაახლოებით 8-ჯერ უფრო სუსტია ამ ქოლგის ეკონომიკური შემადგენლობა, ვიდრე საკუთარი შრომითი საქმიანობით მიღებული შემოსავალი", - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

resonancedaily.com