გრაცის ტექნიკური უნივერსიტეტის ავსტრიელი მეცნიერების ჯგუფმა შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც ვირტუალური რეალობის სათვალის გამოყენებით არაქნოფობიასთან - ობობების შიშთან ბრძოლაში ეხმარება.

ობობების შიში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა. უცნაურია, მაგრამ ახლა მას თავად ობობებით მკურნალობენ. პაციენტებს ამ არსებებთან შეხვედრებს უწყობენ, რაც მათ შიშის წყაროსთან თანდათანობით შეჩვევაში ეხმარება. თუმცა, რადგან ამ თერაპიისთვის საჭიროა ნამდვილი ობობები, მათ შორის იშვიათი, მკურნალობა ძალიან ძვირი ხდება.

VR სათვალე შეიძლება იყოს უსაფრთხო და იაფი ალტერნატივა. კვლევის დროს მოხალისეებმა საკუთარი თავი სარდაფში დაინახეს - თავდაპირველად იქ ერთი პატარა ობობა გამოჩნდა, შემდეგ კი, ექსპერიმენტის მსვლელობისას, ბევრი დიდი ობობა. ამავდროულად, როგორც მეცნიერები ამბობენ, ობობების ცოცვის ხმაც კი ისმოდა. 

თერაპევტები, როგორც წესი, პაციენტებს ნამდვილ ობობებს აჩვენებენ და ეკითხებიან, როგორ გრძნობენ თავს. ეს აუცილებელია თანდათანობითი ადაპტაციის უზრუნველსაყოფად. თუმცა, ბევრს უჭირს საკუთარი ემოციების ობიექტურად შეფასება. ავსტრიელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს ტვინის ტალღების აქტივობის გაზომვა, რაც მჭიდრო კავშირშია შფოთვის დონესთან. ამან მათ საშუალება მისცა მიეღოთ მაქსიმალურად ობიექტური სურათი.

მკურნალობის ახალი მეთოდი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის: ტვინის ტალღების აქტივობის გასაზომად, პაციენტებმა სპეციალური ქუდი უნდა ატარონ. ამჟამად ეს რთული პროცესია, რომელიც მომზადებული პერსონალის მონაწილეობას მოითხოვს.

წყარო: euro-pulse