ილონ მასკმა OpenAI-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო.
როგორც მასკის ადვოკატი ამბობს, მიუხედავად ამისა, „საქმე ამით არ დასრულებულა და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ“.
ცნობისთვის, ილონ მასკმა OpenAI-სა და ალტმანს 2024 წელს უჩივლა. მისი მტკიცებით, ამ უკანასკნელმა დაარღვია თავდაპირველი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც OpenAI არაკომერციულ ორგანიზაციად უნდა დარჩენილიყო და ხელოვნური ინტელექტი „საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის“ განევითარებინა, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ მასკმა სარჩელი ძალიან გვიან შეიტანა. ნაფიცმა მსაჯულებმა რამდენიმე საათის განმავლობაში განხილვის შემდეგ დაასკვნეს, რომ მისი პრეტენზიები კანონით განსაზღვრულ სამწლიან ვადას სცდებოდა, რის გამოც OpenAI-ისა და მისი ხელმძღვანელის, სემ ალტმანის მიმართ წარდგენილი ბრალდებები არ დაკმაყოფილდა.