ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა გააკრიტიკა აშშ-ის გადაწყვეტილება, გაახანგრძლივოს რუსული ნავთობის გაყიდვასთან დაკავშირებული სანქციებიდან გამონაკლისის მოქმედების ვადა.
ამის შესახებ ვალდის დომბროვსკისმა პარიზში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
როგორც დომბროვსკისმა აღნიშნა, ეს ნაბიჯი გაზრდის მოსკოვის იმ ფინანსურ შემოსავლებს, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ მიიღო.
„ევროკავშირის პოზიციით, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ახლა რუსეთის მიმართ ზეწოლის შემსუბუქების დროა“, – განაცხადა ევროკომისარმა.
ამასთან, დომბროვსკისის განცხადებით, სწორედ რუსეთი იღებს სარგებელს უკრაინის ომისგან და წიაღისეული საწვავის ფასების ზრდისგან.
18 მაისს აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი 30 დღით გააგრძელებს სანქციების გამონაკლისის მოქმედებას რუსულ ნავთობზე, რომელიც უკვე ზღვაში გაჩერებულ ტანკერებზეა დატვირთული.