ექსპერტები აცხადებენ, რომ ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის აზროვნებაზე.

BBC-ის ცნობით, გრინვიჩის Royal Observatory-მ განაცხადა, რომ ჩატბოტების მყისიერი პასუხები თანდათან ამცირებს ცნობისმოყვარეობას, კრიტიკულ აზროვნებას და ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმების სურვილს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხელოვნური ინტელექტი სასარგებლოა იდეების გენერირებისთვის, მონაცემების ანალიზისთვის და სამუშაოს დაჩქარებისთვის. თუმცა, მზა პასუხებზე ზედმეტმა დამოკიდებულებამ შეიძლება ადამიანებს წაართვას ინფორმაციის ძიებისა და გააზრების პროცესი, რაც სწორედ დასკვნების გამოტანის უნარს აყალიბებს.

გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიის დირექტორმა, პედი როჯერსმა, აღნიშნა, რომ დიდი სამეცნიერო აღმოჩენები ხშირად გრძელვადიანი დაკვირვებების, შემთხვევითი აღმოჩენებისა და ინოვაციური კითხვების დასმის უნარის შედეგია. ხელოვნური ინტელექტის სისტემებს, რომლებიც მხოლოდ სწრაფ შედეგებზე არიან ორიენტირებულნი, შეუძლიათ უგულებელყონ შემეცნების ასეთი მნიშვნელოვანი ეტაპები.

OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა, ადრე განაცხადა, რომ მომავალში ხელოვნური ინტელექტი შეიძლება ისეთივე გავრცელებული გახდეს, როგორც ელექტროენერგია ან წყალი. ექსპერტები თვლიან, რომ ეს ადამიანებს რისკის ქვეშ აყენებს, რომ აზროვნებისთვის სულ უფრო მეტად დაეყრდნონ ხელოვნურ ინტელექტს და შეამცირონ საკუთარი ანალიტიკური უნარების განვითარების ალბათობა.