"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, საგარეჯოს მერიამ პაატა გულიაშვილს "სახელოვნებო მომსახურებაში" ₾9,000 ტენდერის გვერდის ავლით გადაუხადა.
ორგანიზაციის ცნობით, საგარეჯოს მერიამ განაცხადა, რომ პაატა გულიაშვილის ალტერნატივა არ არსებობდა, რადგან მოსახლეობის თხოვნა სწორედ მის მიწვევაზე იყო.

"საგარეჯოს მერიამ გიორგობის დღესასწაულისთვის პაატა გულიაშვილის “სახელოვნებო მომსახურება”, გამარტივებული შესყიდვით, 8,930 ლარად შეიძინა.

საგარეჯოს მერია წერს, რომ პაატა გულიაშვილის ალტერნატივა არ არსებობდა, რადგან მოსახლეობის თხოვნა სწორედ მის მიწვევაზე იყო.

პაატა გულიაშვილი, უკვე მესამე ვადით, თელავის თეატრის დირექტორია და უკანასკნელ, 2021 წლის არჩევნებზე, ის ერთადერთი კანდიდატი იყო" - წერს ორგანიზაცია