რუსულმა ტუროპერატორმა Space Travel საქართველოს მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლის პარალელურად ტურების გაყიდვა დაიწყო. ამის შესახებ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია წერს. კომპანიის ასორტიმენტში არის როგორც დასვენება ბათუმში, ასევე საექსკურსიო ტურები ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება ფასებს, 7 ღამე 4-ვარსკვლავიან სასტუმროში, ორ ადამიანზე დაახლოებით 3 000 დოლარი ჯდება.

ტურისტებს შეუძლიათ დაჯავშნონ ტურები თბილისში, ბორჯომში, იმერეთის ქალაქებსა და სხვა პოპულარულ ადგილებში ცხოვრების უფლებით.

Space Travel-ი კლიენტებს ჯგუფურ, ინდივიდუალურ და საავტორო საექსკურსიო პროგრამებს სთავაზობს.

-0:59

როგორც კომპანიის დირექტორმა ტუროპერატორთა ასოციაციას განუცხადა, ამ ორ ქვეყანას შორის აღდგენილი ავიამიმოსვლა ევროპაში მოგზაურობის კარგი ალტერნატივა იქნება. „ამ ზაფხულს, Space Travel-ი გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად. მაგალითად, ქვეყნის თითქმის ყველა უმნიშვნელოვანესი ისტორიული და კულტურული პუნქტი შედის საქართველოს ერთკვირიან ტურში, მათ შორის არის თბილისი, ბორჯომი, მცხეთა, ფარავნის ტბა და ა.შ.“, - განაცხადა მან.

რა ღირს რუსული ტურები საქართველოში

Space Travel-ის დაჯავშნის სისტემის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მოკლე ტური 4 დღე და 3 ღამე გრძელდება და მოიცავს შემდეგი ქალაქების მონახულებას: თბილისი-მცხეთა-ბოდბე-სიღნაღი-თბილისი მარშრუტით. ტურის პაკეტის ღირებულება ერთ ადამიანზე 1 265 დოლარიდან იწყება.

ასევე მოქმედებს უფრო გრძელი საექსკურსიო ჯგუფური ტურები: „უიქენდ საქართველოში“ - 5 დღე/4 ღამე, 1 315 დოლარიდან 3-ვარსკვლავიან სასტუმროში 1 ადამიანზე.

„საქართველოს ყველაზე ნათელი ემოციები“ - 8 დღე/ 7 ღამე, ტურის პაკეტები ფრენით 1 პერსონაზე 1 700 დოლარიდან;

„საქართველოს ნათელი ფერები“ - 7 დღე/6 ღამე, პაკეტის ღირებულება 1 პერსონაზე 1 550 დოლარიდან ერთ ადამიანზე.

Space Travel-ი ცალკე გირჩევთ ტურის პაკეტებს საავტორო ექსკურსიის პროგრამით „საქართველო ობიექტივში“ - 8 დღე / 7 ღამე. პროგრამის ღირებულება საჰაერო მოგზაურობით გამოითვლება ინდივიდუალურად, სასტუმროს ვარსკვლავების რეიტინგისა და კვების ტიპის მიხედვით. ტური ტარდება შემდეგი მარშრუტით: თბილისი - მცხეთა - ანანური - ბოდბე - სიღნაღი - ფარავნის ტბა - ფოკა - ვარძია - რაბათი - ბორჯომი - თბილისი.

ტურის პაკეტის ფასში შედის:

  • ფრენები;
  • ინდივიდუალური ტრანსფერი თბილისის აეროპორტიდან/მდე;
  • ყველა ექსკურსია ბილეთებით;
  • გიდ-მძღოლის მომსახურება პროგრამის განმავლობაში;
  • ინდივიდუალური გიდი;
  • განთავსება თბილისში შერჩეულ სასტუმროში;
  • დაზღვევა.

bpn.ge