2023 წელს რუსეთის ჩრდილო–დასავლეთის აუზის მსხვილი პორტები ტვირთბრუნვას 80%–ით შეამცირებენ. ამის შესახებ GBC წერს.

სანქტ-პეტერბურგის პორტების ტვირთბრუნვა დაახლოებით 5 მლნ TEU–ს (ოცფუტიანი ეკვივალენტი, ტევადობის პირობითი ერთეული) შეადგენს, როდესაც მთელი რუსეთის პორტების ჯამური სიმძლავრე 8,7 TEU–ს უდრის.

ბაზრის მონაწილეთა პროგნოზით, ეს პორტები წლის ბოლომდე მხოლოდ 1 მლნ TEU–ს გადამუშავებას შეძლებენ.