2023 წლის მაისში რუსეთიდან 4 მეზობელ ქვეყანაში ტრანსფერები მაისში მესამედით შემცირდა. ეს პირველი შემთხვევა 2022 წლის მარტის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ამის შესახებ რუსული მედია წერს.

RBC-მ შეისწავლა ყაზახეთის, საქართველოს, სომხეთისა და ყირგიზეთის ცენტრალური ბანკებიდან გადარიცხვების სტატისტიკა, რომელიც ითვალისწინებს ფულად გზავნილებს რუსეთიდან ამ ქვეყნებში Золотая корона-ს, Юнистрим-ის და Contact-ის ფულადი გზავნილების სისტემების მეშვეობით.

გამოცემა წერს, რომ 2023 წლის მაისში ამ 4 ქვეყანაში 625,9 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 33%-ით ნაკლებია 2022 წლის მაისთან შედარებით. მაისის მაჩვენებელი ასევე შემცირდა 2023 წლის აპრილთან მიმართებაში, როდესაც ამ ქვეყნებში 650,4 მილიონი დოლარი გადაირიცხა.

4 ქვეყნის მაგალითზე, რუსეთიდან საზღვარგარეთ ტრანსფერების მოცულობის ზრდამ პიკს  2022 წლის ოქტომბერში (1,1 მილიარდი დოლარი) მიაღწია. წლიური თვალსაზრისით მაქსიმალური ზრდის ტემპები 2023 წლის თებერვალში (225%) და 2022 წლის ოქტომბერში (210%) დაფიქსირდა.

2023 წლის მაისში საქართველოში ტრანსფერების მოცულობა 2022 წლის მაისთან შედარებით 55%-ით შემცირდა და 154,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაისის შემდეგ პირველად მოხდა. 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების სისტემებით გაიგზავნა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი - რეკორდული მოცულობა მინიმუმ 2012 წლიდან, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური ბანკის ვებ-გვერდზე არსებული სტატისტიკიდან. ამ მაჩვენებელმა 2021 წლის მონაცემებს 5-ჯერ გადააჭარბა.

ყაზახეთში ტრანსფერების მოცულობა უკვე მეორე თვეა კლებულობს. 2023 წლის აპრილში 2022 წლის აპრილთან შედარებით 44%-ით დაეცა, 2023 წლის მაისში კი 78%-ით 23,7 მლნ დოლარამდე შემცირდა. ჯამში 2022 წელს რუსეთიდან ყაზახეთში ფულის გადარიცხვის სისტემებით დაახლოებით 775.4 მლნ. დოლარი გაიგზავნა, რეკორდული მინიმუმი 2014 წლიდან.

2023 წლის მაისში რუსეთიდან ყირგიზეთში 35%-ით ნაკლები გადაირიცხა, ვიდრე 2022 წლის მაისში - 160,5 მილიონი აშშ დოლარი, ამავდროულად, წლის აპრილის მაჩვენებელი კიდევ 41%-ით შემცირდა. მთელი 2022 წლისთვის ყირგიზეთს ფულის გადარიცხვის სისტემებით 2,7 მილიარდი დოლარი გადაირიცხა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 3%-ით აღემატება.

სომხეთი ერთადერთი მიმართულებაა, სადაც ფულადი გზავნილები ზრდას აგრძელებს, მაგრამ მათი ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა. ასე რომ, 2023 წლის მაისში ამ ქვეყანაში 287 მილიონი დოლარი გადაირიცხა, რაც მხოლოდ 8%-ით მეტია 2022 წლის მაისთან შედარებით.