2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ რუსეთთან 848 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 51%-ით მეტია. შესაბამისად, რუსეთი თურქეთის შემდეგ სავაჭრო პარტნიორთა შორის მეორე ადგილზეა.
რუსეთიდან იმპორტი 54%-ით, 622 მილიონ დოლარამდე, ხოლო ექსპორტი 45%-ით 226 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი, რომელიც რუსეთში გადის:
ღვინოები - 52 მილიონი დოლარი;
ფეროშენადნობები - 45 მილიონი დოლარი ;
მსუბუქი ავტომობილები - 30 მილიონი დოლარი;
მინერალური და მტკნარი წყლები - 22 მილიონი დოლარი;
გაზიანი და შაქრიანი სასმელები - 17 მილიონი დოლარი.
უმსხვილესი საიმპორტო საქონელი, რომელიც რუსეთიდან შემოგვაქვს:
ნავთობპროდუქტები - 212 მილიონი დოლარი;
ბუნებრივი აირი - 80 მილიონი დოლარი;
ხორბლის ფქვილი - 17 მილიონი დოლარი;
ბოთლები და მინის ტარა - 15 მილიონი დოლარი;
ხორბალი - 14 მილიონი დოლარი.
რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში?
ევროკავშირი - „მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“
ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი საპატიმროდან
პიტ ჰეგსეტის თანაშემწის მოადგილე ვიზიტი საქართველოში
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების შესწავლა დაიწყო - რა ვიცით
„გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნით განახლებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა