2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთთან 623.3 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, შესაბამისად, ის სავაჭრო პარტნიორთა შორის მესამე ადგილზეა.
იანვარ-მაისში რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში 7.7%-ია (193.3 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო იმპორტში 7,3%-ი (429 მლნ. აშშ დოლარი).
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი, რომელიც ჩინეთში გადის:
სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 143 743.4 ათასი დოლარი
ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 22 327.7 ათასი დოლარი
ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 11 885.6 ათასი დოლარი
ყურძნის ნატურალური ღვინოები - 5 107.3 ათასი დოლარი
კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 2 414.4 ათასი დოლარი.
უმსხვილესი საიმპორტო საქონელი, რომელიც ჩინეთიდან შემოგვაქვს:
გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 34 643 ათასი დოლარი;
ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 13 960.8 ათასი დოლარი;
მოწყობილობები ჰაერის კონდენცირებისათვის - 13 689.3 ათასი დოლარი;
რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები - 10 442.5 ათასი დოლარი;
მარტივი პოლიაცეტალები, პოლიეთერები და ეპოქსიდის ფისები - 9 106 ათასი დოლარი.