საქართველოში თევზის წარმოება ბოლო წლებში კლებადი ტენდენციით ხასიათდება.
საქსტატის მონაცემებით, თევზის ადგილობრივი წარმოება 2025 წელსაც შემცირდა. გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით, 2 445 ტონა თევზი აწარმოეს, რაც 7,5 ტონით (-0,3%) ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. ხოლო 2021 წლის შემდეგ წარმოება 15%-ით არის შემცირებული (2021 წელი- 2,861,1 ტონა).
2025 წელს შედარებით მოიმატა ცისარტყელა კალმახისა და თეთრი და ჭრელი სქელშუბლას რაოდენობამ, თუმცა, წარმოება 2021-2023 წლების მაჩვენებელზე ბევრად ნაკლებია.
ამასთან, ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოში ცისარტყელა კალმახი სრის მოშენებული. 2025 წელს ამ სახეობის 1 197,1 ტონა თევზი აწარმოეს, რაც მთლიანი რაოდენობის 49%-ს შეადგენს. ამ სახეობის თევზის 67%-ს შიდა ქართლში აწარმოებენ.
თევზის წარმოება
(ტონა)

ყველაზე მეტად თევზის წარმოება განვითარებულია შიდა ქართლში და კახეთში. აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლში წარმოება მზარდია. მცირე ზრდა ფიქსირდება იმერეთში. ყველა სხვა რეგიონში კი თევზის წარმოება ბოლო ხუთი წელია კლებადი ტენდენციით ხასიათდება.
ბოლო ხუთ წელიწადში წარმოება თითქმის 3-ჯერ შემცირდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, განახევრდა აჭარასა და გურიაში.
თევზის წარმოება რეგიონების მიხედვით
(ტონა)
