2023 წლის მაისის მონაცემებით, ნავთობით, ბუნებრივი აირით, ამონიუმის ნიტრატით, ხორბლით, სპილენძით, ფეროსილიკონით და ოქროთი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დინამიკა და ექსპორტ-იმპორტის წლიური ცვლილების შესახებ მიმოხილვა Galt&Taggart-მა გამოაქვეყნა.
2023 წლის ივნისში ოქროს ფასი თვიურად 2.2%-ით შემცირდა, რაც გარკვეულწილად გამოწვეული იყო ჩინეთში ფიზიკურ ოქროზე მოთხოვნის შემცირებით. გაურკვევლობისა და მაღალი ინფლაციის პერიოდებში, ოქრო ითვლება ე.წ. safe-haven აქტივად. ამის გამო, ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა 2023 წლის აშშ/ევროპის საბანკო კრიზისის ფონზე, რამაც ხელი შეუწყო ფასების ზრდას ბოლო თვეებში და ოქროს ფასმა 2023 წლის აპრილში 2,000 აშშ დოლარს მიაღწია.
იანვარ- მაისში წლიურად ოქროს ექსპორტი საქართველოდან, 38 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც წლიურად 8.9%-იანი ზრდაა.