ნავთობის გლობალური ფასები მიმდინარე კვირას გაიზარდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობი 105 დოლარად ივაჭრება, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 73%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე, საქართველოშიც საწვავი ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირდა.
ოქტომბერში საწვავის ფასი სხვადასხვა ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე 6-დან 15 თეთრამდე გაიზარდა.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ღირს საწვავი საქართველოში სხვადასხვა ქსელში:
Gulf:
Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება ოქტომბრის თვის განმავლობაში გაიზარდა, ბენზინის ფასი 10-12 თეთრით, დიზელის კი 6 თეთრით გაძვირდა.
დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
G-Force სუპერი - 4.65
G-Force პრემიუმი - 4.33
G-Force ევრო რეგულარი - 4.03
G-Force ევრო დიზელი - 4.99
ევრო დიზელი -4.93
Wissol:
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფასები გაძვირდა. როგორც ფასების არქივიდან ირკვევა, საწვავის ფასები ტიპის მიხედვით დაახლოებით 10-15 თეთრით გაიზარდა.
დღეს საწვავის ფასები Wissol-ის სადგურებზე შემდეგია:
ეკო სუპერი – 4.64 ლარი
ეკო პრემიუმი – 4.32 ლარი
ევრო რეგულარი – 4.08 ლარი
ეკო დიზელი – 5.07 ლარი
ევრო დიზელი – 4.98 ლარი
Socar:
Socar-ის ქსელში საწვავის ღირებულება ბოლო ორი კვირის განმავლობაში საშუალოდ 10 თეთრით გაიზარდა.
დღეს საწვავის ფასები Socar-ის სადგურებზე შემდეგია:
ნანო სუპერი - ₾4.62;
ნანო პრემიუმი - ₾ 4.31;
ნანო ევრო რეგულარი - ₾4.02;
ევრო 5 დიზელი - ₾4.90;
ნანო ევრო 5 დიზელი - ₾4.96;
Lukoil:
Lukoil-ის ქსელში საწვავის ღირებულება ბოლო ორი კვირის განმავლობაში 6-12 თეთრით გაიზარდა.
დღეს საწვავის ფასები Lukoil-ის სადგურებზე შემდეგია:
Super Ecto – ₾4.60;
Premium Avangard - ₾4.25;
Euro Regular - ₾3.95;
Euro Diesel - ₾4.97.