სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაცით, მოსკოვი-თბილისის რეისზე Georgian Airways-ს ფრენების დაწყების ნებართვა მისცეს.
უწყების ცნობითვე, ქართულ ავიაკომპანიაზე ფრენების ნებართვა დღეს გაიცა.
"თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-ი იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 16 მაისს გაიცა",-წერია განცხადებაში.