2023 წლის იანვარ-ივნისში მინერალური და დაგაზიანებული წყლების ექსპორტი 79.2%-ით გაიზარდა. პირველ 6 თვეში საქართველოდან 58 2 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 32.4 მლნ აშშ დოლარის.
ტოპ-10 ქვეყანა, სადაც წელს საქართველომ მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით წყლები გაყიდა:
- რუსეთი - 33.1 მლნ აშშ დოლარი
- ყაზახეთი - 7.1 მლნ აშშ დოლარი
- აზერბაიჯანი - 6.1 მლნ აშშ დოლარი
- სომხეთი - 6 მლნ აშშ დოლარი
- ისრაელი - 1.1 მლნ აშშ დოლარი
- უკრაინა - 705.5 ათასი აშშ დოლარი
- უზბეკეთი - 435.6 ათასი აშშ დოლარი
- პოლონეთი - 351.7 ათასი აშშ დოლარი
- ლიეტუვა - 322 ათასი აშშ დოლარი
- ტაჯიკეთი - 278.7 ათასი აშშ დოლარი
ინფორმაციისთვის, სიაში გასულ წელსაც პირველი იყო რუსეთი, თუმცა, ადგილობრივი ექსპორტი მხოლოდ 12.2 მლნ-ს შეადგენდა.
bpn.ge