ბიზნეს-ადმინისტრირების დოქტორი,  ზურაბ მაღრაძე, განაწილებითი და ლიბერალური ეკონომიკის შედარებით ანალიზს აკეთებს და ცდილობს ფაქტებით უპირატესობები გამოკვეთოს. ფაქტებად კი თანამედროვე მსოფლიოს და ისტორიული საქართველოდან კონკრეტული მაგალითები მოაქვს.

"როდესაც რიგითი მოქალაქეები ინვესტირებას აკეთებენ ფასიან ქაღალდებში, საქონელში ან უძრავ ქონებაში, ამას ლიბერალური ეკონომიკა ჰქვია. და ქვეყანაში ყალიბდება საშუალო კლასი.როდესაც მოქალაქეები ინვესტირებას ახორციელებენ ბიტკოინებში, ტოტალიზატორებში, ტენდერებსა და კრედიტებში, ამას განაწილებითი ეკონომიკა ჰქვია. და ქვეყანაში ყალიბდება ოლიგარქიული კლასი.ხალხი კარგად ცხოვრობს ნორვეგიასა და შვეიცარიაში, რადგან მათი ეკონომიკა ლიბერალურია.არანაირი აზრი არ აქვს ახალ არჩევნებს საქართველოში, თუ ევროპის 9 პუნქტი არ შესრულდება. უბრალოდ ავირჩევთ ახალ მოქალაქეთა კავშირს.მე პირადად, მინდა წარმოებისა და ვაჭრობის ლიბერალიზაცია, დამოუკიდებელი ბირჟებით. ხოლო კაბინეტებში მოთავსებულ პარტიებს რა სახელები ერქმევათ, ჩემთვის ისეთივე საინტერესოა, როგორც ეზოს ტალავერის გამხმარი წალმის წვერო.აღმაშენებელს სწორედ ევროკავშირის მსგავსი თავისუფალი ვაჭრობის ზონა ჰქონდა შექმნილი სამეზობლოში საქართველოს ლიდერობით.ამის შედეგი იყო, რომ უკვე თამარ მეფის დროს, ავღანეთის პროვინციებიდან ევროპისკენ წამოსული ლალის და ალმასის თვლები საქართველოში სორტირდებოდა,"  -წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.