2023 წლის ივნისში ხორბლის ფასი თვიურად 8.3%-ით შემცირდა. ინფორმაციას Galt&Taggart ნედლეულის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაში აქვეყნებს.

ჩიკაგოს ხორბლის კონტრაქტების ფასი მკვეთრად გაიზარდა რუსეთში - ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორის - ბოლოდროინდელი შიდა არეულობის ფონზე, თუმცა ამას მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონდა შავი ზღვის ხორბლის ბაზარზე. ასევე, მარცვლეული კულტურების ფასი შეიძლება გაიზარდოს უკრაინის (შავი ზღვის) მარცვეულის შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში.

რაც შეეხება საქართველოს, ხორბლის იმპორტისთვის საქართველომ მიმდინარე წლის 5 თვეში 18 მლნ დოლარი დახარჯა, რაც 5 თვეში წლიურად 23.8%-იანი ზრდა არის. 

2017-2022 წლებში ხორბლის იმპორტისთვის დაიხარჯა:

2017 წელს - $98 მლნ;

2018 წელს  - $115 მლნ;

2019 წელს  - $ 109 მლნ;

2020 წელი  - $108 მლნ;

2021 წელი - $93 მლნ;

2022 წელი - $65 მლნ.