შეიქმნება მყისიერი გადახდის სისტემა, როდესაც ბანკიდან ბანკში გადარიცხვა 24/7-ზე იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ „ქართუ ბანკის“ მიერ ორგანიზებულ პოდკასტში ისაუბრა.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვაზე, რაც საქართველოს კომერციულ ბანკებს, ასევე საგადახდო ოპერატორებს შორის 24/7-ზე მათ შორის დასვენების დღეებში გახდის გადარიცხვებს შესაძლებელს.
„ჩვენი მოსახლეობისთვის მყისიერი გადახდების სისტემის პლატფორმის შექმნა მიმდინარეობს, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო კონკურენტული იქნება, ვიდრე დავუშვათ ის კერძო სისტემები, რაც არის შექმნილი, კომერციულ ბანკებსაც ექნებათსაშუალება, რომ თავისი შეთავაზება გაუკეთონ და ამ კონკურენციაში დაიბადება ყველაზე კარგი ხარისხიანი და შედარებითხელმისაწვდომი საგადახდო სივრცე. ეს არის ორი პროექტი, რაზეც თქვენ ბრძანეთ, ერთი არის RTGS, მეორეა IPS ანუ მყისიერი გადახდები.
არამარტო ბანკები იქნებიან დაერთებულები, არამედ შედარებით ძლიერი საგადახდო სისტემის ოპერატორები და პროვაიდერები, ვინც, რა თქმა უნდა, კიბერუსაფრთხოებას დაიცავს და ჩვენსკრიტერიუმებს, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის კონკურენციას და მეორე დიდი პროექტი, ეს არის მყისიერი გადახდების სისტემა, რომელიც ბევრ ქვეყანაში არსებობს, 24/7-ზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.