სადაზღვევო კომპანია ალდაგში, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას საჩუქრები მოყვება. ყოველი მეასე მომხმარებელი, რომელიც მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევას mppd.aldagi.ge-ზე შეიძენს, საჩუქრად ავტომობილის სრულ დაზღვევას მიიღებს, რაც ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში, თქვენი ავტომობილი დაზღვეული იქნება ისეთი რისკებისგან, როგორებიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი, აფეთქება, ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, სტიქიური მოვლენები, საგნის ვარდნა, საქარე მინის დაზიანება და სხვა.
„მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც მძღოლს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მესამე პირისთვის მიყენებული ზიანით გამოწვეული ფინანსური ვალდებულებებისგან იცავს. ამასთანავე, პროდუქტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომია და მძღოლებს საშუალებას აძლევს, მხოლოდ 20 ლარიდან შეიძინონ 10 000 ლარის სადაზღვევო ლიმიტი. დამატებითი სარგებლის მისაღებად, მომხმარებლებს გათამაშება შევთავაზეთ, რაც გულისხმობს რომ ნებისმიერ მძღოლს აქვს შესაძლებლობა გახდეს ავტოდაზღვევის სრული პაკეტის მფლობელი,” - აცხადებენ ალდაგში;
ალდაგის ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ფარავს ისეთ რისკებს, როგორებიცაა მესამე პირისთვის მიყენებული ქონებრივი და ჯანმრთელობის დაზიანება, რაც გულისხმობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანს ალდაგი აგინაზღაურებთ.
მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა შეუძლია ნებისმიერ მძღოლს 21 წლიდან, რომელიც ფლობს მართვის მოწმობას.