მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეწყვიტა 2026 წლის 9 იანვარს გამოცხადებული ტენდერი, რომლითაც ფონდი იწვევდა არქიტექტურულ კომპანიებს თბილისში არსენალის მთაზე, სამთავრობო ქალაქის ესკიზური პროექტების მომზადებისთვის.
სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით, შეწყვეტა უკავშირდება სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტებას.
ტენდერის შეწყვეტისას, ექვს საინჟინრო არქიტექტურულ კომპანიას საკუთარი წინადადება და პროექტის რენდერები უკვე წარდგენილი ჰქონდა. შეთავაზებების ღირებულება 3.3-4.4 მილიონი ლარის ფარგლებში იყო.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის მოკვლევის თანახმად, პროექტის ფარგლებში 77 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე სულ 282,750 კვადრატული მეტრის ახალი საოფისე და ადმინისტრაციული ნაგებობები უნდა აშენდეს.