სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მცხოვრები ფიზიკური პირი ზ. გ., რომელსაც ცხოველების სადგომში კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ფრინველთა სასაკლაო, სადაც ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით კლავდა ფრინველს. გარდა ამისა, პირი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე.
ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს ასევე გურიის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში.
მეწარმეები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს