ირანის საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ ცნობით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) დრონით დარტყმა განახორციელა ბაჰრეინში მდებარე Amazon-ის მონაცემთა ცენტრზე, რომელიც რეგიონში აშშ-ის უდიდეს მონაცემთა ცენტრს წარმოადგენს.
გამოცემა იუწყება, რომ ელექტრონული კომერციის გლობალურმა ლიდერმა Amazon-მა ბაჰრეინში ოფისი 2019 წელს გახსნა. ეს ოფისი სპარსეთის ყურესა და ახლო აღმოსავლეთს მოწინავე ღრუბლოვან სერვისებს სთავაზობს. ცენტრი ცნობილია Amazon Web Services-ის გლობალური სახმელეთო სადგურებით.