აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოჯტაბა დერმიჩილუ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ირანულ მხარეს მკაცრი პროტესტი გამოეცხადება და შესაბამისი საპროტესტო ნოტა წარედგინება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ირანმა ნახიჩევანზე დრონებით იერიში მიიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, ირანულმა დრონმა ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა. ამასთან, დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც მათ შორის ერთ-ერთ სკოლასთან ახლოს.

წყარო: ინტერპრესნიუსი